|
2019-04-17 11:58:03, 1154 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მოსალოდენელი იყო - მივიღეთ კობახიძისგან სამოსნური განმარტებები
ვენეციის კომისიისგან ეს რეკომენდაციები მოსალოდნელი იყო და ასევე მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამოსნური ახსნა-განმარტებები, - ამის სესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ირაკლის კობახიძის, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები წარმოადგინა „ვენეციის კომისიამ წარადგინა უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები ყველა მიმართულებით, ეს მოსალოდნელიც იყო და ასევე, მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამოსნური ახსნა-განმარტებები, სკოლაში რომ იცოდნენ ხოლმე, რომ რვეულში სახლში დამრჩა და ბებიასთან დავრჩი და ამიტომ დავალება ვერ გავაკეთე, მსგავსი ტიპის თავის გამართლებები. დღეს ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ და დავადასტუროთ რამდენად აპირებს ვენეციის კომისიის პოზიციის გაზიარებას თავმჯდომარე, თუ მსგავსი ტიპის შეხვედრები უბრალოდ არის კეკლუცობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე“, - განაცხადა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)