|
2019-04-17 11:57:07, 1200 ნახვა
პოლიტიკა
ჯანეზაშვილი: ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოს შორის არის არაფორმალური შეთანხმება
ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ საქართველოს პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის გარკვეული არაფორმალური შეთანხმება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძის, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. ჯანეზაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, კომისიის ის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. „მივესალმები ამ რეკომენდაციას, რომ სწორედ მრავალფეროვნებას უჭერს მხარს ვენეციის კომისია. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ საქართველოს პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, არაფორმალური შეთანხმება, თუნდაც ის სიის წარმოდგენა და შემდეგ გარკვეული განვითარებული პროცესების სწორედ ამაზე მეტყველებს და არც ნდობას არ უცხადებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და როგორც ჩანს არც პარლამენტს, რადგან თქვა, რომ ამ პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)