|
2019-04-16 11:38:35, 1427 ნახვა
პოლიტიკა
მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, პარლამენტი დღეს მიიღებს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დასკვნას, პარლამენტი დღეს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა, დეპუტატები აცხადებენ, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ. „წარმოუდგენელია რაიმე განსაკუთრებული კრიტიკა იყოს ვენეციის კომისიისგან, იმდენად პატიოსნად, იმდენად იურიდიულ ლოგიკაში ჩასმული ნორმები შეიქმნა მმართველი გუნდის მხრიდან. კომიტეტზე, როდესაც მიდის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით მსჯელობა, აქ მაინცდამაინც სერიოზული არგუმენტები არ არსებობს და უცებ გადადიან მესიჯბოქსზე, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე შექმნეს. სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი, ჩვენი ოპონენტები საერთო მესიჯბოქსით საუბრობენ, ახსენებენ კლანს და საზოგადოება არის დაბნეული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)