|
2019-04-15 12:43:46, 1451 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნება“ ცდილობს, პოლიტიკური ინტერესები გაატაროს“ - სულხან სალაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომა დატოვა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი ეორე მოსმენით მიმდინარეობს და რომელსაც არასამთავრობო სექტორი ესწრება, კომიტეტის სხდომა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან განაცხადა, სასამართლო სისტემაში „ქართული ოცნება“ ცდილობს, მისი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს. „კარგად მოიკითხეთ, როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები მოსამართლეების და რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში. თქვენ მოახერხეთ მმართველმა პარტიამ, რომ ერთადერთი მხარდამჭერი, ვინც ამ პროცესში თქვენ ახლა უზრუნველყოფთ არის ის კლანი, რომელიც არის სასამართლოში. ვისთვის არის ეს სასამართლო აქ ხალხისთვის, თუ ეს არის სასამართლო, რომელიც სჭირდება კონკრეტულ გუნდს?! ნუ აქცევთ პროცესს ფორმალობად, გავიგეთ, ვიცით, რომ თქვენ არ გაინტერესებთ ჩვენი აზრი, მაგრამ ჩვენ რა წერია იმ დოკუმენტში“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)