|
2019-04-12 19:47:58, 1609 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი წარადგინა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი წარადგინა. მუსტაფაევი მხარდამჭერებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა - გრიგოლ ვაშაძემ და ნიკა მელიამ გააცნეს. „დღეს შევდივართ ახალ საარჩევნო კამპანიაში. მარნეულში გვყავს არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა კანდიდატი. ის არის ახალგაზრდა თაობის ადამიანი, რა თვალსაზრისითაც არ უნდა შეხედოთ. გინდათ როგორც საქართველოს მოქალაეს, გინდა როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე. რაც მთავარია, აგილ მუსტაფაევი წარმოადგენს იმ ძალას, სადაც შეკრებილია არიან პროფესიონალები, ისინი ვისაც საქართველოს ამოყვანა შეუძლია კორუფციის უძრაობის, ეკონომიკური დაღმასვლის და მასობრივი ემიგრაციის პირობებიდან. ყველაზე მეტად ამ ახალგაზრდაში ის მომწონს, რომ მისი არც შეშინება შეიძლება, არც მოსყიდვა. იმუშავებს მოქალაქეებისთვის და არასოდეს არ დაუშვებს კორუფციას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. თავის მხრივ, აგილ მუსტაფაევმა პარტიის ლიდერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მარნეულში ნეპოტიზმს, კორუფციას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ეს გამარჯვება იქნება არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მარნეულის გამარჯვება“, - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)