20:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 18:33:52, 1903 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის სასამართლოში ენმ-ის წევრის, მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„არავითარ შემთხვევაში თავს არ ვცნობ დამნაშავედ. ეს იყო პოლიტიკური პროვოკაცია დაგეგმილი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსის ირაკლი ფაცაციას მიერ. მოსამართლე მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და გამათავისუფლებს. იმიტომ რომ არანაირი ბრალი არ მიმიძღვის. არ არსებობს  ბუნებაში ვიდეო კადრები, რომ მე მას სიტყვიერი ან რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე. ეს არის ტყუილი. ჩვენ თანამებრძოლებს აშინებდა ირაკლი ფაცაცია. მე დამინახა და როგორც კი მე დამინახა, ეგრევე მე დამავლო ხელი და წამიყვანა“, - აღნიშნა მანუჩარ ჩხეტიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში  „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე დაკავებულია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics