|
2019-04-12 12:47:35, 1737 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: ივანიშვილი პანიკაშია - სანდრა რულოვსს ზონდერები მიუქსია
„ეს არის თავზე აღებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ზუგდიდში ენმ-ს წევრების დაკავების ფაქტს. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ხელისუფელბამ სანდრა რულოვს ზონდერები მოუქსია. „ადამიანი, რომელიც მართლაც დასაჭერი იყო გუშინ, ეს იყო ირაკლი ფაცაცია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც უნდა გააკეთოს პოლიციელმა. სანდრა რულოვსის შტაბის წევრებზე და თავად სანდრა რულოვსზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი, მათ შორის შეხვედრების დროს და როდესაც აღნიშნული შეამჩნიეს შტაბის წევრებმა და გამოიძახეს პოლიცია მიიღეს ის პროვოკაცია და ის საქციელი, რაც ვიხილეთ ირაკლი ფაცაციას მხრიდან. სადაც ძალადობდნენ პირდაპირ ანა წითლიძეზე, ქალზე, რომელიც არის ჩვენი ზუგდიდის რაიონის ხელმძღვანელი, გიორგი პატარაიაზე, რომელიც მრავალი წელია ჩვენი პრესსამსახურის უფროსია. ეს არის თავზე აღებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში. ამიტომ დარბის ხიბულაში იმისთვის, რომ იმათხოვროს ხმებისთვის. ამიტომ მიუქსია ფაცაციას სახით და გახარიას ზონდერები სანდრა რულოვსის კამპანიას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)