|
2019-04-12 12:37:56, 1563 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თქმითაც, მერიის აიპებ-ისა და შპს-ებისგან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან, არაერთი გამოთხოვის მიუხედავად, საჯარო ინფორმაციას ვერ იღებენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარესაც მიმართეს და დაინტერესდნენ, გაუგზავნა თუ არა მერს წერილი იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრები მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაციებიდან იქ დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრმა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, ნატალია ზოიძემ უპასუხა. მისი თქმით, სია ელექტრონულად გადაცემულია, თუმცა ოპოზიცია პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდა, რისი გაცემაც დაუშვებელია. აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამართალდამცავების ჩარევა გახდა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)