|
2019-04-12 11:50:17, 1647 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი ენმ-ს წევრების დაკავებაზე: ეს არ არის ოპონენტების დევნა - ოპოზიციის დევნა 2012 წლამდე გვაქვს ნანახი
ეს არ არის ოპონენტების დევნა - ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავების ფაქტს. როგორც მან განაცხადა, ოპოზიციის წევრები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და ამას პოლიტიკურ დევნასთან კავშირი არ აქვს. „მე როგორც ვნახე გუშინ განმარტება და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განმარტება ამასთან დაკავშირებით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო იქნა დაკავებული და მე მგონი ერთ საათში თუ უფრო ნაკლებ დროშიც კი იყვნენ გათავისუფლებულები. ასე რომ ოპოზიციის დევნა ჩვენ გვაქვს ნანახი 2012 წლამდე და თუ შეადარებთ ამ ყველაფერს ნათელი გახდება რომ არავითარ დევნას ადგილი არ აქვს“, - განცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)