08:58 - 28 Jul, 2026
|
2019-04-11 18:23:27, 1590 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლების აქციის გამო, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით, ავტობუსები ვერ გადაადგილდებიან
ტაქსის მძღოლების აქციის გამო, დღეს, 16:30 საათიდან ამაღლებისა და მაყაშვილის ქუჩების მონაკვეთზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები დროებით ვერ გადაადგილდებიან. „რაც შეეხება ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომანქანებს, მათ გადაადგილება კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით შეუძლიათ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)