|
2019-04-11 14:51:20, 1359 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება
ისნის რაიონს 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისისსაბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და ნინო ლაცაბიძესთან ერთად ნავთლუღის ქუჩის N8-ში გაეცნო. სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანიდასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე თვეში საშუალება ექნება დაარეგისტრირონ ბავშვები ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში, რაც უამრავი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. მშენებლობას კომპანია „ინდივიდ-პარტნიორი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 2 777 000 ლარია და მისი დასრულება 9 თვეში იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)