|
2019-04-11 11:09:25, 1643 ნახვა
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა - ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, - ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ჯიშკარიანი და შაქარიშვილი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზად, მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე "ქართულ ოცნებასთან" არსებულ უთანხმოებას და აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება. ჯიშკარიანმა და შაქარაშვილმა აღნიშნეს, რომ ისინი პოლიტიკურ მოღვაწეობას, დავით მაღრაძის საზოგადოებრივ მოძრაობა "დაიცავი საქართველოსთან" ერთად გააგრძელებენ. „ჩვენთის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება. ჩემთვის მიუღებელია პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინებისა და „ნაცებად“ დასახელების მცდელობა. ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების გაპრავება, ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რომელიც სულ ახლახანს მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ ვტოვებთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13 აპრილს 14:00 საათზე ვუერთდებით „დაიცავი საქართველოს“ შეკრებას“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)