|
2015-06-24 17:40:00, 554 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკოს მტკიცებით, ვერეში ფეკალური წყლების ჩადინებას მოხალისეებისთვის საფრთხე არ შეუქმნია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მტკიცებით, წყნეთის ქუჩის მილის დაზიანების შედეგად, ვერეში ფეკალური წყლების ჩადინება, მოხალისეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რადგან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხალისეები იმ არეალში არ მუშაობდნენ, სადაც ამ მილის შიგთავსი მოხვდა. „ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკებს, არის აქტუალური და ვალიდური. წყალდიდობებთან და ზოგადად დამდგარ წყალთან დაკავშირებულ ინფექციებთან მსოფლიო საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება მსოფლიო კატაკლიზმებიდან და მსოფლიო ომებიდან გამომდინარე. შესაბამისად, იგივე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმები, როგორ იქცევა ესა თუ ის უწყება ასეთ შემთხვევებში, ვსაუბრობ ჯანდაცვის სამინისტროზე და მის ერთ-ერთ სტრუქტურაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრზე. ნებისმიერი წყალდიდობა აპრიორ განიხილება იმ რისკით, რომ წყალში შეიძლება მოხვდეს კანალიზაციის მინარევი. ჩვენი სამოქმედო გეგმა პირველივე წუთებიდან ითვალისწინებდა ამ რისკების გათვლას და ვიქცეოდით ისე, რომ აპრიორი გვქონდა ამის დაშვება. სვანეთის ქუჩაზე ვერაფრით ვერ გამოვრიცხავდით, რომ იმ დანგრეული შენობების სისტემიდან საკანალიზაციო წყალი არ მოხვდებოდა სანიაღვრე წყლებში. ჩვენი ქცევა, გაფრთხილება და მუშაობა ამ ადგილებში სწორედ ამ მიმართულებით იყო წარმართული. ანუ ეს რისკი რა თქმა უნდა გათვალისწინებული გვქონდა და შესაბამისად ვმოქმედებდით კიდევაც“, - აღნიშნა სერგეენკომ. „რამდენად წამყვანია ინფექციების გავრცელების რისკში სანიაღვრე არხებში კანალიზაციის წყლის მოხვედრა? ეს პირველ ათეულში არ შედის, შემდგომი რისკია. ჩვენთვის გუშინწინ გახდა ცნობილი, რომ კონკრეტულად წყნეთის ქუჩის კოლექტორის გვერდის ავლით მოხდა ვერეს ხეობაში საკანალიზაციო ნაკადის გადატყორცნა. თუ გვეცოდინებოდა, რომ წყნეთის ქუჩიდან ამის გადინება მოხდებოდა, ჩვენს მიდგომებში მაინც არაფერს შევცვლიდით და სამოქმედო პროტოკოლი იგივე იქნებოდა. წყნეთის ქუჩის კოლექტორის გვერდის ავლით რომ არ მომხდარიყო კანალიზაციის ჩაღვრა, ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებდა იმ რისკებს, რომ ბლოკირებული საკანალიზაციო სისტემის შედეგად სახლში მოხდებოდა ამისი ადინება, რაც გარანტირებული ეპიდემია იყო. რა რისკები შეუქმნა წყნეთის ქუჩის კანალიზაციის ჩადინებამ მოხალისეებს? - ნულოვანი, რადგან ამ მილის შიგთავსი არ ხვდებოდა იმ არეალში, სადაც მუშაობდნენ მოხალისეები. კომპანია GWP-ს მენეჯმენტი ცალსახად ადასტურებს, რომ წყნეთის ქუჩის მილსადენის ჩადინება არ ხდებოდა იმ ადგილას სადაც მუშაობდნენ მოხალისეები“, - აღნიშნა სერგეენკომ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)