|
2019-04-08 19:41:31, 1361 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სტუდენტებსა და წარმომადგენლებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) სტუდენტებსა და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. უკვე მეორედ „IACA“-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოში გადიან. შეხვედრაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ანტიკორუფციული მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს 15 ქვეყნიდან 19 სტუდენტი ეწვია. სტუდენტები გაეცნობიან ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების მეთოდებსა და პრაქტიკულ მაგალითებს; მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად ეწვევიან იუსტიციის სახლს და სერვისების განვითარების სააგენტოს; შეხვდებიან საჯარო სამსახურის ბიუროს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებს. თავის მხრივ, საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიაც ჩაატარებს ტრენინგს ქართველი საჯარო მოხელეებისთვის კორუფციის ეკონომიკური ანალიზის თემაზე. საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია არის საერთაშორისო ორგანიზაცია და, ამავე დროს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტი. მისი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და სფეროს პროფესიონალების მომზადებაა. გადაწყვეტილება სამაგისტრო პროგრამის დასკვნითი მოდულის საქართველოში ჩატარების თაობაზე განპირობებულია საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 თებერვალს ქ. ვენაში საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად საქართველო აირჩიეს. აკადემიაში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენს. საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის პრეზიდენტად არჩევა საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია. „IACA“-ს დელეგაციას იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობს.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)