|
2019-04-08 15:56:02, 1282 ნახვა
საზოგადოება
ბათუმისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე 20 დღე რჩება
ბათუმისთვის, როგორც ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულებისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე 20 დღე რჩება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ბათუმის ტურიზმის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ნომინირების თემა გააცნო, ასევე მოუწოდა მათ აქტიურობისა და ჩართულობისკენ. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირების შემდეგ შეუძლია: ✅ დარეგისტრირდი worldtravelawards.com -ზე, ✅ აირჩიე სექცია VOTE, ✅ გადადი EUROPE კეტეგორიაში, ✅ მოძებნე #44 და #აირჩიებათუმი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის მთავარ ღონისძიებაზე “World Travel Awards” ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი). ხმის მიცემა 28 აპრილს სრულდება, გამარჯვებული კი 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. „ძალიან ცოტა დრო რჩება ბათუმისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე, ამიტომ განსაკუთრებული აქტიურობა გვჭირდება. ამ შემთხვევაში სტუნდენტების ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ბათუმის ნომინირების ამბავი და ხმა მისცეს მას. ჩვენი ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნისთვის ბათუმის გამარჯვება პირველ რიგში ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის შექმნას და პოპულარიზაციას ემსახურება. მოვუწოდებთ ყველას ჩაერთონ, ხმა მისცენ ჩვენს ქალაქს და ხელი შეუწყონ ბათუმის, როგორც ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების გამარჯვებას მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სტუდენტებთან შეხვედრისას. სტუდენტებთან შეხვედრისას სულხან ღლონტმა ასევე, ისაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრას ბათუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდა.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)