10:39 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 13:38:19, 1770 ნახვა

პოლიტიკა
„სხდომა არალეგიტიმურია“ - პარლამენტში დეპუტატების ნაწილს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ

პარლამენტში, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომაზე  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უნდა მოუსმინონ, სხდომა ხმაურით დაიწყო.

მიზეზი კი, დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებია, რომელთა თქმითაც, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ.

დეპუტატები ეჭქვეშ აყენებენ დღევანდელი სხდომის ჩატარების ლეგიტიმურობას და საპრეცედურო კომიტეტის შეკრებას ითხოვენ.

„ზოგადად, დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ, სად უნდა გაგვეგო, ვინ უნდა შეწუხებულიყო, რომ ჩვენ გაგვეგო დღევანდელი სხდომის შესახებ. ჩვენ გვაქვს პარლამენტის mail, სადაც არ არის მოსული არავითარი ინფორმაცია, გვაქვს sms მოდის, parliament.ge, არც აქ არ არის არაფერი მოსული და როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ ადამიანებმა. პირდაპირ წერია, რომ როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს 48 საათით ადრე, დაუყოვნებლივ უნდა გვეცნობოს დეპუტატებს. მაინტერესებს, რომელი მუხლით არის მოწვეული, იმიტომ, რომ ჩვენ სულ ყველა ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში. დღეს მე მოვედი კომიტეტის სხდომაზე და გაირკვა, რომ შემთხვევით არის პლენარული სხდომა. პარლამენტის თავმჯდომარე მივლინებაში, ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატებს არც მივლინებაში გვიშვებთ“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის ერთ-ერთმა სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საიტზე იყო გამოქვეყნებული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics