05:15 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 15:53:36, 1408 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის მძღოლები მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ

აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ახალ რეგულაციების აპროტესტებენ, კერძოდ კი, მანქანების თეთრად გადაღებვის ვალდებულებას. ვალდებულებების შესასრულებლად ისინი დროის გადავადებას ითხოვენ.

მათი განმარტებით, ავტომობილების გადაღებვა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე მერიის მიერ გაცემული 700-ლარიანი ვაუჩერია. გარდა ამისა, მძღოლების თქმით, ავტომობილების თეთრად შეღებვა მანქანებს საბაზისო ფასს დაუკარგავს.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისიცაა, რომ ავტომობილებმა ტექდათვალიერება წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაიარონ. ამ დროისთვის ტექდათვალიერება ტაქსებისთვის სავალდებულო წელიწადში ორჯერ არის. როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულოა  ყველა ლიცენზირებული ტაქსი თეთრი ფერის გახდეს.

ტაქსის მძღოლების მასშტაბური აქცია 11 აპრილს, თბილისში გაიმართება.

ცნობისთვის; ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქტია 20 მარტს მერიასთანაც გამართეს, ისინი თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე შეხვდა და ტაქსის მძღოლების მოთხოვნბს გაეცნო.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულომ ტაქსების ახალი რეგულაციები 2018 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics