|
2019-04-06 11:26:59, 1298 ნახვა
საზოგადოება
ჯაში: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონის საბოლოო კენჭისყრა 16 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ ჯაშმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. დეპუტატის თქმით, ის ძალიან წუხს, რომ პარლამენტში ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება. "გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის. რამდენადაც დღეს პარლამენტში განვითარებულმა პროცესმა ბევრი კითხვა გააჩინა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის და პირადადაც უამრავი წერილი მივიღე, მინდა გიპასუხოთ რამდენიმე მთავარ კითხვაზე. პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება. აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების რეაქცია და პირადად მეც მთლიანად ვიზიარებ ამ შეცდომის უაღრესად კრიტიკულ შეფასებას. აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი - 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა. პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ 1 დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე - 16 აპრილს. გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება. კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის. ცენტრალიზებულად დარჩება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველი", - წერს კანონმდებელი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)