|
2019-04-05 15:21:17, 1527 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია გვენეტაძეს - სახელმწიფო მანქანა, თქვენი ჩაყოლებით ივანიშვილის მიერ ამოჩემებულ ადამიანებს ანადგურებს
სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით დაკავებულია ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. ხოშტარიამ სებ-ის ბანკის პრეზიდენტს „თიბისი ბანკის“ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვები. „ნამდვილად გასაგებია, აქამდეც გასაგები იყო, რატომ არ გინდათ კომიტეტზე მოსვლა, რატომ არ გინდოდათ „თიბისის“ წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბარი და ისიც გასაგებია, მთელი „ქართული ოცნება“ შავზე თეთრით მტკიცებით როგორ ამტკიცებს, რომ საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებს შორის განსხვავება არ არის. სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით ამ პროცესში არის დაკავებული კანონის დარღვევით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით. ამაში იყენებს ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც სჭირდება. მაგრამ ბატონო კობა კითხვას მაინც ვერ გაექცევით. ფულის გათეთრებაზე პოზიცია საერთოდ არ მაქვს ახლა იძახით, ატონი მამუკა ხაზარაძე, როცა იყო კომიტეტზე, კონკრეტულ გარემოებებზე საუბრობდა, პირად საუბარზე, სადაც თქვენ მას ჰპირდებოდით წერილს, სადაც იქნებოდა ახსნილი, რომ ფულის გათეთრების პრობლემა არ არის. იყო საუბარი, რომ ამ წერილის სანაცვლოდ მას ეუბნებოდით, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო. ადასტრებთ თუ არა ამას“, - მიმართა ხოშტარიამ სებ-ის პრეზიდენტს.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)