05:14 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 14:40:58, 1315 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 

ინიციატივას მხარე მხოლო 42 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

კენჭისყრამდე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა. მდინარაძის განმარტებით, კანონპროექტში არის ჩანაწერილი, რომლის მიხედვითაც, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა იკრძალებოდა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში და ამ დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში. უმრავლესობის წევრის თქმით, 

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უმრავლესობას კანონპროექტის ჩაგდება იმიტომ უნდა, რომ მან გუნდი დატოვა. 

“თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველ გუნდს.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics