|
2019-04-05 10:45:10, 1792 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე - საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე, უნდა შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს
ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "მოამბეში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამშენებლო სექტორის მნიშვნელობას, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და განაცხადა, რომ ამ სფეროში დაბალპროცენტიანი შხების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, რათა მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)