|
2019-04-04 17:45:47, 1188 ნახვა
საზოგადოება
მერის მოადგილე: თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს. მანვე ხაზი გაუსვა საფესტივალო სივრცეებთან დაკავშირებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ იგეგმება ღია სცენების და სააფიშე სივრცეების მოწყობა. კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც თბილისის მერის მოადგილემ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის მერიის სტენდით წარდგენაა. მისი თქმით, აქ გამოიფინება დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები და ამ ფორმით, მერია ხელს შეუწყობს იმ ავტორებს, რომელთა პროექტებსაც აფინანსებს. გარდა ამისა, იგეგმება თბილისის ისტორიული ცენტრის - მტკვრის ჭალის გადაქცევა თანამედროვე ხელოვნების ახალ პლატფორმად. როგორც სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, იგეგმება ინოვაციური პროექტის - PUBLIC ART-ის და არქიტექტურული ინსტალაციის - „სიზმარი“ განხორციელება. “თბილისის მერიის ინიციატივით, წელიწადში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, ვიზუალური ხელოვნება - ფოტოგრაფია, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა, ინსტალაციები, მხატვრობა და ქუჩის მხატვრობა,”-აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ. მისივე თქმით, მომავალ წელს თბილისს ექნება კულტურის დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)