04:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 17:24:44, 1112 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერია თბილისში სამი სკულპტურის ესკიზის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

დედაქალაქის მერია საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციის, ოკუპაციის მსხვერპლთან ხსოვნის მემორიალისა და 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. გარდა ამისა, სამივე კონკურსი ითვალისწინებს აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენას.

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან  ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში.

ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურის პროექტის განხორციელებისთვის საერთო სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 50 000 ლარს. ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი. რაც შეეხება ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალს, მისი საერთო ღირებულება განისაზღვრა არაუმეტეს 120 000 ლარით, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - არაუმეტეს 90 000 ლარით.

კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics