|
2019-04-02 11:12:19, 953 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დაბა სურამში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სურამში, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ, მუხისა და იფანის ნერგები დარგეს. გასულ წელს ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევა განხორციელდა და დადგინდა, რომ ხეების დაზიანება და ხმობა მავნე მწერმა - მუხის დიდმა ხარაბუზამ გამოიწვია. სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი სანიტარული ჭრების დაგეგმვის პარალელურად მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც 3,3 ჰა ფართობზე გახორციელდება. „ტყის განახლება/აღდგენა ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ჩავატარეთ სანიტარული ჭრები სურამის ტყეში, მაგრამ აუცილებელია, რომ ის რაც მოიჭრა - აღდგეს. შესაბამის სამუშაოებსაც ვახორციელებთ, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. გაცხადებულიც გვაქვს, რომ მოხდება ტყის ხელოვნურად დარგვა, მათ შორის გაგრძელდება 2007 და 2017 წლებში ბორჯომში გადამწვარი ტყეების აღდგენითი სამუშაოები, რომელიც წინა წლებში დაიწყო და სატყეო სააგენტო განახლება/აღდგენის ღონისძიებებს წელსაც ინტენსიურად გააგრძელებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ, სანიტარული ჭრის ფარგლებში დაზიანებული რამდენიმე ათეული მუხის ხე მოიჭრა, მაგრამ მათ მაგივრად დაირგო ახალი მუხის და იფანის ხეები. საერთო ჯამში დაირგვება 6 000-ზე მეტი ნარგავი და სრულად მოხდება ტყის მასივის აღდგენა“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში მოიჭრა 90 გამხმარი მუხა. ხოლო, შესაბამისი სეზონის დადგომისთანავე ტყის გაშენების ღონისძიებებიც დაიწყო. ამ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე 6 000 ნერგი, მათ შორის 4800 მუხა და 1200 იფანი დაირგვება. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით 500 ჰა-მდე ფართობზე განახორციელებს, მათ შორის, გაგრძელდება ბორჯომის ხეობაში 2008/2017 წლებში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენის ღონისძიებები.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)