01:44 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 17:58:50, 1074 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ.

მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ადგილობრივებს ინფორმაცია რძის მიღება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ვაშლის ბაღის და კენკროვანი კულტურების გასხვლა-ფორმირებასა და აგროტექნოლოგიაზე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ფერმაში გასატარებელ ვეტერინალურ-ზოოტექნიკურ ღონისძიებებსა და სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე მიეწოდათ.

პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და დარგში არსებული სიახლეების გაცნობაა. 2019 წელს, სპეციალისტებმა კახეთის, გურიის, შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონის 65 სოფელში 3 000-ზე მეტ ფერმერთან გამართეს შეხვედრები. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics