01:44 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 16:37:48, 1196 ნახვა

საზოგადოება
„მესამე დღეა ვდგავართ დატანჯულები“ – „დირსში“ დევნილები შეიჭრნენ

 „დირსის“ ახალაშენებულ კორპუსებში 300-მდე დევნილი შეიჭრა, რომელთაც გათბობის მიზნით ცეცხლი დაანთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დილიდან შენობებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ამასთან, დილით კორპუსებში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი წარმოშვა, თუმცა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მისცეს საშუალება, რომ მცირე ოდენობის საკვები პროდუქტები შეეტანათ დაკავებულ ტერიტორიაზე.

მესამე დღეა, ვდგავართ, მშიერი, გაციებული, გატანჯული. ჩვენ მთავრობას არ უნდა ჩვენი თავი. ბინას ვითხოვთ 27 წელია უკვე. ხალხმა 5 ბინა მიიღო და ჩვენ ერთის ღირსი არ ვართ. ამბობენ ქულა, რა ქულა, ქულით გამიშვეს აფხაზეთიდან, რა ქულა მინდა... ობოლ ბავშვს ვზრდი, შვილიშვილს. ჩვენ ნორმალურად ველოდებოდით, მაგრამ ყიდვა-გაყიდვა მიდის ჩვენს თვალწინ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics