00:32 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 13:25:49, 1005 ნახვა

საზოგადოება
#ლიკასთვის - საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაში შუახევში

შუახევის ინტელექტ-კლუბი 5 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შუახევის ინტელექტ-კლუბმა მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით დაიწყო საქველმოქმედო პროექტი ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე“. პროექტი გულისხმობს ფასიანი თამაშების ჩატარებას, რომელიც მიზნად ისახავს თამაშზე შემოსული თანხის გადაცემას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე.

პირველი საქველმოქმედო თამაში დღეს გაიმართა სოფელ კარაპეტში მცხოვრებ 11წლის ლიკა ზოიძის დასახმარებლად, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები, ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 16 გუნდი.

 პირველი ადგილი შუახევის კულტურის ცენტრმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები გუნდებმა ,,ოჯახი“ და ,,შუბანი უნივერსალი“ გადაინაწილეს.

გამარჯვებულ გუნდებს სიგელები შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ და შუახევის ინტელექტ- კლუბის ხელმძღვანელმა ზვიად ფუტკარაძემ გადასცეს.

 საქველმოქმედო აქციაში გარდა ინტელექტუალურ თამაშში მონაწილე გუნდებისა აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ორგანიზაციები და საჯარო სკოლები.

 შუახვის თვითმმართველობა, შუახევის ინტელექტ - კლუბი საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველა მონაწილეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics