23:22 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 15:39:18, 1270 ნახვა

საზოგადოება
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად პრემიერის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომისია შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

„საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას; განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა; საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი და ამავე დროს, ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსნოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics