|
2019-03-27 12:48:42, 1301 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა შემუშავდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში, საქართველოში კარტოფილის მეთესლობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა შემუშავდა. სამწლიანი პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება და მისი ფინანსური მხარდამჭერი ავსტრიის განვითარების სააგენტოა (ADA). „საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, ჩვენ საუკეთესო ხარისხის სათესლე კარტოფილის წარმოების პოტენციალი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ხშირად დაბალი მოსავლიანობის მიზეზი სწორედ კარგი სათესლე კარტოფილის დეფიციტი, ჯიშების არასწორი შერჩევა და ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებია. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრიორიტეტი ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებაა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. კარტოფილი მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა ახალი გენოტიპების შემოტანას, ვირუსებისადმე გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას და კატალოგის შექმნას, ჯიშობრივ კვლევებს, სპეციალისტების და ფერმერების გადამზადებას, საჭირო ტექნიკის ადაპტაციას, ბიზნესშესაძლებლობების განვითარების ანალიზს და ჯანსაღი სათესლე მასალის მიღებით მოსავლიანობის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს. საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმის წარდგენას საერთაშორისო ექსპერტი, ხორხე ანრადე-პიედრა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გურამ ალექსიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)