22:09 - 27 Jul, 2026
|
2019-03-27 12:30:51, 1147 ნახვა
საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლესთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ. მოზარდებმა დაათვალიერეს ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილი V-XIX საუკუნეების ხელნაწერები, საეკლესიო მწერლობის ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლები. ფონდის თანამშრომლებმა სტუმრებს, ასევე, წარუდგინეს საერო ლიტერატურის უძვირფასესი ნიმუშები, მათ შორის შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ნუსხები, ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.
(NS)
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)