|
2019-03-25 16:03:35, 1294 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: სტოლტენბერგის სტუმრობა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის მიმართ ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს ცხადყოფს
„იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ და ინტეგრაციის პროცესის მიმართ",- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში. ირაკლი კობახიძის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს და ნატოს სხვადასხვა ფორმატში აკავშირებს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. „გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თანდათანობით დაუახლოვდება ნატო-ს და ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. „გვქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი კონფერენციის ფორმატში არჩევნებზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა დემოკრატიული არჩევნები 2012 წლის შემდეგ და შესაბამისად, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, არამედ, კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ",- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)