|
2019-03-23 16:27:58, 1325 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ მამალაძის ძმა - ჩემი ძმის მდგომარეობა ისევ მძიმეა - არ ეძლევა მედიკამენტები, რადგან არ აქვთ
ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დილით, დეკანოზი ციხის საავადმყოფოში ისევ ცუდად გახდა, მისი სხვა კლინიკაში ტრანსპორტირება არ მომხდარა. „მას აქვს მაღალი ტემპერატურა, ხან უვარდება 35-ზე. მას არ ეძლევა მედიკამენტები გამომდინარე იქიდან, რომ არა აქვთ. მას მოუწია მედიკამენტის ყიდვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მედიკამენტით მისი მკურნალობა ვერ მოხერხდა. ექიმიც ფიზიკურად არ არის დღეს, რომ უთხრას, რა მედიკამენტი მიიღოს. იმასაც ვერ ეუბნებიან, თუ რას სჭირს. როგორც თვითონ ამბობს, სავარაუდოდ, ვირუსი აქვს, მაგრამ ეს ვირუსი რას უკავშირდება, ვერ ამბობს თვითონ, რადგან გასინჯული არ არის ჯერჯერობით ექიმისგან. მე დავუკავშირდი სახალხო დამცველის წარმომადგენელებს, რომლებიც უკვე ჩემს ძმასთან არიან. 3 დღის განმავლობაში ექიმი მხოლოდ ერთხელ იყო, როგორ თვითონ მითხრა. ფიზიკურად ვერ ხერხდება მისი გასინჯვა“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)