|
2019-03-22 09:38:37, 1091 ნახვა
საზოგადოება
დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა
მთაწმინდის რაიონში, ვილნიუსის სკვერი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით, უპრეცედენტო პროექტი იქნება, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ავთანდილ ბალახაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, სკვერის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები - არსებული, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანის პროცესი მიმდინარეობს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა თანხების მობილიზება მხოლოდ მიმდინარე წლისთვის მოხერხდა და მისი ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიონ ლარს შეადგენს. გამგებლის განცხადებით, დაგეგმილია სკვერის სრული რეაბილიტაცია, თუმცა დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, სრულიად ახალი სკვერი მოეწყობა. ვილნიუსის სკვერი ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობს. სკვერის რეაბილიტაციის პროექტი თბილისს ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავები გაშენდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო მოედნების მოწყობას, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდება, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, სამ თვეში დასრულდება.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)