|
2019-03-21 16:10:43, 1110 ნახვა
საზოგადოება
გაბუნია: სახელმწიფო დებს ასობით მილიონს ანაკლიის პროექტში და შეუძლებელია მასვე უნდოდეს ამ პროექტის ჩაშლა
"ანაკლიის პორტის იდეა არის საზოგადოებრივი კონსესუსის ძალიან კარგი სიმბოლო, რადგან ასეთი ერთსულოვნება, რაც ამ პროექტის ირგვლივ არის, მე არ მახსენდება სხვა შემთხვევებში და ეს ძალიან იშვიათია და სწორედ ამიტომ და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ პროექტისადმი აქვს უბრალოდ მომეტებული პოლიტიკური მადა, რომ საკითხთან მიმართებით ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკით შექმნან ილუზია, რომ თითქოს ხელისუფლება პროექტს ხელს უშლის. თქვენ დღეს აქ მოსვლით და მოხსენების გაკეთებით ნახევარი საქმე უკვე გააკეთეთ, რადგან გამოჩნდა სახელმწიფოს პოზიტიური როლი და მეორე ნაწილი ამ საქმისა წინ გაქვთ, როცა ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებს გასცემთ პასუხს. ყველაფერში გარკვეული ოპოზიციონერი კოლეგებისათვის რატომღაც ამოუხსნელი გამოდგა ის მარტივი და ადვილად გასაგები სინამდვილე, რომ, თუ ვინმე 100 მილიონს დებს პროექტში, ის უბრალოდ არ შეიძლება ამ პროექტის წინააღმდეგი იყოს და 100 მილიონს დებს სწორედ სახელმწიფო, ამიტომ ამას თითქოს რომ ვერ ხვდებიან ოპოზიციაში და ეს უბრალოდ არის თვალთმქაცობა. ამიტომ, ქალბატონო მაია, გთხოვთ, უპირველესად საზოგადოებას განუმარტოთ - რა არის ის 100 მილიონი რასაც სახელმწიფო ამ პროექტში დებს და მათ შორის ესაუბროთ სახელმწიფის მიერ გამოსყიდული და გადაცემული ათობით მილიონი ლარის ასობით ჰექტარი მიწის შესახებ, რომელიც სწორედ ანაკლიიის პორტის სასარგებლოდ გაკეთდა და ამის შემდეგ იქნებ ოპოზიასაც აუხსნათ, რომლის დიდი ნაწილი უბრალოდ თვალთმაქცობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით - რას ნიშნავს სიტყვა თანამონაწილეობა, მათ შორის ამ პროექტის მაგალითზე"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)