|
2019-03-21 16:00:11, 1090 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აბანოთუბანში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ნოვრუზ ბაირამი განახლების, იმედის დღესასწაულია და ამ სიხარულს საქართველოს თითოეული მოქალაქე მუსლიმ ძმებთან ერთად იზიარებს. „მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენი მხრიდან ამ დღესასწაულს მუდმივად ექნება მხარდაჭერა, რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი ესაა ის, რომ ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, ახალი საწყისის, იმედების და ყველაფერი საუკეთესოს დღესასწაული, ის, რაც არ არის მხოლოდ აზერბაიჯანელი ხალხის, ესაა ზოგადსაკაცობრიო დღესასწაული. თითოეული ჩვენგანი, ჩვენს აზერბაიჯანელ და მუსლიმ ძმებთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ თქვენს სიხარულს და ის ცეცხლი, რომელიც თქვენში ანთია, ჩვენც გადმოგვეცემა; მეორე, რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს კულტურა წარმოუდგენელია აზერბაიჯანული კულტურის გარეშე და ეს განსაკუთრებით ეხება თბილისს, რადგან მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები, სხვა ხალხებთან ერთად, იცავდნენ, აშენებდნენ, ავითარებდნენ ამ ქალაქს. ვაპირებთ, რომ ეს დიდი ტრადიცია, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა, ასევე გავაგრძელოთ; და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს მხარდაჭერა აზერბაიჯანისგან, მუდამ ვგრძნობთ მათ გვერდით დგომას, განსაკუთრებით გაჭირვების პერიოდში. ეს არის უდიდესი მეგობრობა და საწინადარი იმისა, რომ ორივე ქვეყანა ვითარდება ძალიან სწრაფად და მყარად. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ნოვრუზ ბაირამს ვზეიმობთ ჰეიდარ ალიევის, ამ დიდი მოღვაწის სკვერში. ამ ადამიანს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ძალიან ბევრ სიკეთეში, რაც დღეს საქართველოში ხდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ბექა ოდიშარია დაესწრნენ.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)