|
2019-03-21 13:46:18, 1224 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში თეა წულუკიანმა და თინა ბოკუჩავამ გენდერულ საკითხზე იკამათეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით იუსტიციის მინისტრი გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. „გუშინ განცხადება გაუკეთებია ირიბი მინიშნებები ჩემს კომპეტენციაზე. ქალბატონო თეა, მართალია, ამჟამად თქვენსავით დაუსწრებლად დაბალრეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ და არც არსებული დიპლომებით ვაპირებ ეთერებში სიარულს, როგორც თქვენ აკეთებდით, თუმცა თქვენ პირადად სამახსოვროდ მინდა გადმოგცეთ ზოგიერთი ჩემი დიპლომის ასლი. ახლა უფრო სერიოზულ ნოტაზე, ვფიქრობ რომ ქალი იუსტიციის მინისტრი საქართველოში სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია ასეთი ტიპის გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ. „მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს ვიცი. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)