|
2019-03-20 13:25:28, 914 ნახვა
საზოგადოება
47 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში სათამაშო მოედნები და პანდუსები მოეწყობა
თბილისის 47 საბავშვო ბაგა-ბაღის გარე-პერიმეტრზე სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის პროექტების განხორციელება იწყება. საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ დედაქალაქში მდებარე ყველა ბაღის ეზოებში არსებული მდგომარეობა აღწერა, შესაბამისი პროექტები დაგეგმა და გამოაცხადა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე. პროექტები ითვალისწინებს ეზოებში არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას და საბავშვო-გასართოები მოედნების მოწყობას, ასევე, 21 საბავშვო ბაღში, სადაც აქამდე არ განხორციელებულა შშმ პირთათვის გათვალისწინებული მინიმალური ადაპტირების პროექტი, მოეწყობა პანდუსები, მათგან სამ ბაღში დამონტაჟდება ამწე პანდუსი. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად ახორციელებს ბაგა-ბაღების მონიტორინგს და აღნუსხავს ყველა იმ პრობლემას, რაც თითოეული ბაღისთვის პრიორიტეტულია და სწორედ, ამ მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. მნიშვნელოვანია, როდესაც უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შენობის შიგნით და ამ კუთხითაც არა ერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ასევე აუცილებელია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ შენობების ადაპტირება და ეზოების კეთილმოწყობა, სადაც ჩვენი პატარები დღის გარკვეულ ნაწილს ატარებენ. ორმოცდაშვიდ ბაგა-ბაღში განსახორციელებელ პროექტებზე ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერები და გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, დაიწყება კონკრეტული სამუშაოები,“ - განმარტავს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე. ეზოების კეთილმოწყობის პროექტები განხორციელდება: N216, N40, N91, N92, N23, N24, N22, N46, N5, N119, N34, N9, N90, N95, N123, N205, N181, N51, N150, N152, N182, ნ45, N115, N7, N16, N18, N121, N76, N65, N86, N208, N39, N42, N87, N94, N107, N151, N153, N166, N185, N190, N196, N210, დიდი ლილოს, ნასაგურის, პატარა ლილოსა და ტაბახმელას ბაგა-ბაღებში.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)