13:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 12:54:45, 1833 ნახვა

რეგიონი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შუბანში კრებები ჩატარდა

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. 

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, მერის მოდგილე ომარ ტაკიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. შეხვედრები შუბანის, იაკობაურის, კობალთის, ქუთაურის, ტომაშეთის, დარჩიძეების და წელათის მოსახლეობასთან გაიმართა. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალები აქტიურად არიან ჩართულები. 

"პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. 

შეხვედრებზე გადაწყდა, რომ იაკობაურის მოსახლეობა პროექტის ფარგლებში წყლის პრობლემას მოაგვარებს, დარჩიძეებში, ტომაშეთში, შუბანში გარე განათება მოწესრიგდება, წელათში სასაფლაოების შემოღობვა გადაწყდა, ხოლო ქუთაურსა და კობალთაში გზასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.

 

(R)


 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics