|
2019-03-19 16:43:04, 1227 ნახვა
პოლიტიკა
კვაჭანტირაძის პოსტიდან გათავისუფლების საკითხზე პარლამენტში განმეორებითი კენჭისყრა დღესვე გაიმართება
დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტი კენჭისყრაზე განმეორებით დღესვე დააყენებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. კობახიძის განცხადებით, საკითხის კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17:00 საათზე გაიმართება. „დღეს პლენარულ სხდომაზე იყო გარკვეული, ტექნიკური ხარვეზები ორ საკითხთან დაკავშირებით, ერთი ეხებოდა პაკეტს უსაფრთხოების საბჭოს შესახებ და მეორე, დიასპორის კომიტეტის საკითხი დღესვე რომ გავიმეოროთ კენჭისყრა დაახლოებით 17:00 საათისთვის, ამისათვის კიდევ ერთხელ უნდა დაინფიცირდეს ბიუროს მიერ, უნდა დავაყენოთ კენჭის ყრაზე. შესაბამისი ცვლილებით დავიწყებთ მუშაობას პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხზე ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება. ამასთან, კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)