|
2019-03-19 13:22:38, 1148 ნახვა
პოლიტიკა
ხატია წილოსანი ევროკომისიის წარმომადგენლებს მეთიუ ბუსკეტსა და მიქაელა ჰაუფს შეხვდა
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) IV ფაზის ძირითადი კომპონენტები განიხილეს. მონაწილეებმა არსებული შედეგები შეაჯამეს და სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ENPARD IV ფაზაში აქცენტი გარემოსდაცვით ასპექტებზე და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაზე გაკეთდება. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. „სურსათის უვნებლობა ENPARD IV ფაზის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, ქვეყანაში ინერგება ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001 სტანდარტი, რაც ქვეყნის რეპუტაციაზე დადებითად აისახება და შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტად დაცული იქნება, ასევე, გაიზრდება ქართული პროდუქციის სანდოობა საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ENPARD IV უნდა დაეფუძნოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიას. სტრატეგიის პირველადი ვერსიის შემუშავება წლის ბოლომდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს (2013-2022) შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითრების პრინციპების დაცვით. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სამსახურის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროკომისიის წარმომადგენლები დაეთანხმნენ სამინისტროს ინიციატივას, რაც გულისხმობს კერძო სექტორისთვის დახმარების გაწევას სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის დანერგვაში, ასევე, სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, მესაქონლეობის მიმართულებით გარკვეული ინიციატივების დაფინანსებას. აღინიშნა, რომ ინდიკატორები, რომლებიც შემუშავდება საბიუჯეტო დახმარების მისაღებად თავსებადი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)