|
2019-03-18 13:52:13, 1224 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ბერაია: თუ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია
„თუ ოთარ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბერაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ჩხუბის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ კახიძეს კომიტეტიდან გასვლა უნდოდა და სწორედ ამის გამო მოიფიქრა „კრეატიული საშუალება“. „დამრჩა განცდა, რომ ოთო კახიძეს უნდოდა კომიტეტიდან წასვლა და ასეთი კრეატიული საშუალება მოიფიქრა. მე ვსაუბრობდი, მინდოდა შეკითხვის დასმა, რისი საშუალებაც მან არ მომცა. მივუთითე კორექტულობისკენ, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია“, -აღნიშნა ირაკლი ბერაიამ. შეგხსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძესა და ქართული ოცნების წევრ ირაკლი ბერაიას შორის დაპირისპირება მოხდა.კახიძემ ბერაისას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მოუწოდა, არ მიეცათ ირაკლი ბერაიასთვის კახა კუკავას განცხადებაზე გამოხმაურების საშუალება. კახიძემ განმარტა, რომ რეგლამენტი მხოლოდ კითხვების დასმას ითვალისწინებდა და არა გამოხმაურებას. დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურების ჩარევის შედეგად შეწყვიტეს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)