|
2019-03-14 16:06:55, 1195 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა. სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები იკვეთება. მანვე დასზინა, რომ ირაკლი კვარაცხელიას საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებდა. ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას. „ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია და რა თქმა უნდა ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. აღიარებით. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზს გამუდმებით წევენ. ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“,- აცხადებს სტოლტენბერგი "რუსთავი 2"-ის კითხვის საპასუხოდ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)