21:18 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 18:16:46, 1206 ნახვა

პოლიტიკა
კილაძე - გერმანულ მხარეს ვთხოვეთ, ბუნდესტაგმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი დეპუტატები ბუნდესტაგის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან დირკ ვიზეს შეხვდნენ, რომელიც ამავდროულად გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან" ურთიერთობაში.  როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა, საქართველოს გერმანიის დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან და   სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებით.

 

„ბატონი ვიზე წინა მოწვევის პარლამენტის დროს გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ბუნებრივია, ის განსაკუთრებით არის დაინტერესებული საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით. თავის მხრივ, პოლიტიკური დაინტერესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მეტი გერმანელი ინვესტორი ჩამოვიდეს საქართველოში და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. შეხვედრაზე ჩვენ მას  ვთხოვეთ მხარდაჭერა, ბუნდესტაგმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს,  ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. პირადად ბატონი ვიზესგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ინსტიტუტების თანამშრომლობის ფარგლებში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეხვედრა შედგა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომლის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics