|
2019-03-12 15:13:11, 3402 ნახვა
სხვადასხვა
„პრინტერის საღებავი და პარაცეტამოლი სიმსივნის წამლის ნაცვლად“ - ფალსიფიცირებული წამლებით წელიწადში 250 000 ბავშვი კვდება
ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი უხარისხო მედიკამენტების მიღების გამო იღუპება, - ამის შესახებ The Guardian ახალ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება. კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად 250 000-ზე მეტი ბავშვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ფაქტობრივად უკანონო მედიკამენტების დისტრიბუციაა. როგორც ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში აცხადებენ, ფალსიფიცირებული და უხარისხო მედიკამენტების გავრცელების რისკი ყოველწლიურად იზრდება. ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ბავშვი ისეთი აბების და ანტიბიოტიკებისგან იღუპება, რომლებიც ინფექციების შეჭრის პრევენციისთვის, ასევე ჰეპატიტის და მენინგიტის დროს უნდა მიიღონ. საუბარია ასევე მალარიისა და პნევმონიის სამკურნალო მედიკამენტებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც პარაცეტამოლისგან [სიცხის დამწევი] არის დამზადებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი წამლებით დისტრიბუცია ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც ნარკომომხმარებლების და შესაბამისად ნარკოდისტრიბუციის ყველაზე მეტი ფაქტია. კვლევით დადგინდა, რომ ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთში აწარმოებენ. ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის მაგალითად პრინტერისთვის განკუთვნილი საღებავი და დარიშხანი. აღსანიშნავია, რომ ფალსიფიცირებულ წამლებს შორის არის ასევე ვიაგრაც. სპეციალისტების მტკიცებით, გარდა ფალსიფიცირებული წამლებისა, რომლებსაც კრიმინალები ავრცელებენ, არის ისეთი ტიპის მედიკამენტები, რომლებიც საკმარის აქტიურ ელემენტებს არ შეიცავენ. მედიკოცები განმარტავენ, რომ ასეთ შემთხვევაში წამლების მოქმედება ბევრად უფრო ნელია ან ისინი საერთოდ არ კურნავენ. მათი თქმით, ზოგიერთი ასეთი მედიკამენტის მონელებაც კი, ვერ ხერხდება. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნებში სადაც შეამოსავლების დონე დაბალი ან საშუალოა, მედიკამენტების 10% სწორედ ფალსიფიცირებულია. ასეთი მედიკამენტები ადგილობრივ ეკონომიკას 10-200 მილიარდ აშშ დოლარამდე უჯდება. ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა 2018 წელს 113 ქვეყანაში 95 ყალბი წამლის იდენტიფიცირება მოახდინა. ხსენებული მაჩვენებელი 2008 წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია, რადგან მაშინ ფალსიფიცირებული მედიკამენტები მხოლოდ 75 ქვეყანაში აღმოაჩინეს [29 მედიკამენტი]. მედიკოსები მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებენ წამლებზე კონტროლის გამკაცრება მოახდინონ.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)