21:18 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 12:31:07, 1153 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე - თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, გული ძალიან დამწყდება

„თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის საკითხს.

კალაძის განმარტებით, წულუკიანი წლებია მათი თანამებრძოლია და თუ ის გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დიდი დანაკლისი იქნება.

„თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია "ქართული ოცნება" შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics