|
2019-03-12 11:54:27, 1134 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ
„თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრის შესაძლო გადადგომის საკითხს გამოეხმაურა. „თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. ის არის მინისტრი 2012 წლიდან და შესაბამისად ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ და ასეთ რეჟიმში წარიმართება, რა თქმა უნდა, პროცესი. იქნება რა თქმა კომუნიკაცია პირველ რიგში მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის არსებითად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. „არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)