21:18 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 09:04:05, 1159 ნახვა

პოლიტიკა
ზუსტად 100 წლის წინ პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა

ზუსტად 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, საქართველოს მოსახლეობის მიერ დემოკრატიულად არჩეულმა პირველმა პარლამენტმა გამართა პირველი სხდომა.

სხდომა გახსნა უხუცესმა წევრმა სილიბისტრო ჯიბლაძემ.

პირველ სხდომაზე პარლამენტმა/დამფუძნებელმა კრებამ ერთსულოვნად, ხელახლა დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რითაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ დემოკრატიულად არჩეული ორგანო და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა, ერთგული იყო დამოუკიდებლობისა.

საქართველოს პარლამენტის მოწვევა ვერ მოხერხდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. 1921 წელს საქართველოს რევკომმა დეკრეტით დათხოვნილად გამოაცხადა დამფუძნებელი კრება და გამოაცხადა საბჭოების ხელისუფლება. 1921-1938 წწ. წარმომადგენლობითი ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 1938-1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლება ფორმალურად ეკუთვნოდა, სინამდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომლის საფუძველზე არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 1992 წელს საქართველოს სამხედრო საბჭომ, რომელიც დაპირისპირებული იყო მაშინდელ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან (პრეზიდენტი, უმაღლესი საბჭო) და იმ დროისთვის უკვე ფლობდა ფაქტობრივ ხელისუფლებას, გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენა და დანიშნა ახალი არჩევნები, არა უგვიანეს იმავე წლის შემოდგომისა. ცოტა ხანში სამხედრო საბჭო გარდაიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოდ, რომელიც გაცილებით ფართო, წარმომადგენლობითი ორგანო იყო. შემოდგომის არჩევნების საფუძველზე არჩეულ იქნა პირველი პარლამენტი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

1995 წელს მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics