|
2019-03-11 19:47:32, 1394 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება ევროკავშირის პროგრამის -Erasmus + ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობის პროექტს იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს „ფაბრიკაში“ გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს გრანტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში, 147 520 ევრო მოხმარდება თბილისში ახალგაზრდული სერვისების და საჭიროებების შესახებ კვლევას; თბილისის ახალგაზრდული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნას; მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნას; ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლების წამყვან ევროპულ ცენტრებში გადამზადებას; ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების განხორციელებას; ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის ექსპერტების სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას და თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებას პოლონეთის, შვედეთის, ესტონეთის და უკრაინის მუნიციპალურ ახალგაზრდულ ცენტრებთან. საგრანტო პროექტის განხორციელება 2019 წლის მარტში იწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.
(NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)