|
2019-03-10 18:47:35, 1436 ნახვა
პოლიტიკა
პარტიას „კანონი და სამართალი“ თაკო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს -ექსპრესვიდეო
დღეს ახალი პარტიის - „კანონი და სამართალი“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი იქნება. თაკო ჩარკვიანის თქმით, პარტია იმუშავებს ანტიკორუფციულ კანონზე და ეს მისი მთავარი მიზანია. მისივე განცხადებით ქვეყანა იმართება რუსული კორუფციული მეთოდით და ეს უნდა დასრულდეს. „ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ ჩემი ქვეყანა "მოთაგა," დაიბევა. რამდენადაც შესაძლებელი იყო ჩავიხედეთ და ამოვიღეთ მასალები. მიწებია გაყიდული ისე რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს ესა რის რუსული კორუფციული მართვის სტილი. 2012 წელს შემგვეპარა რუსული კორუფციული მართვის სტილის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უქონელები, უმუშევრები,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა. ყრილობას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)