13:26 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 21:30:55, 1524 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ ვაპირებ ახლა პარლამენტში შესვლას

ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ აპირებს პარლამენტში დეპუტატად შევიდეს და აპირებს "ქართული ოცნების" გაძლიერებაში შეიტანოს წვლილი -  ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"არ ვაპირებ ახლა პარლამენტში შესვლას, მთაწმინდაზე არ ვაპირებ კენჭისყრას და  მე პარტიაში იმიტომ მოვედი ,გარკვეული როლი შევასრულო და წვლილი შევიტანო ამ პარტიის გაძლიერებაში -ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. რეალურად საბოლოო ჯამში მე მინდა ვთქვა,რომ რაც არის ჩემი მთავარი მოტივატორი ამ შემთხვევაში არის ის რომ ამით იქნება პარტია თუ  სხვა თანამდებობა გეძლევა საშუალება რომ კარგი საქმე გააკეთოს, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტია იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ კარი გავუხსნათ, მათ შორის ახალ წევრებს , ახალგაზრდებს , ნიჭიერ ახალგაზრდებს და მოხდეს ამ ყველაფრისთვის ახალი ენერგიის მიცემა. კარის გახსნაში მე ასევე ვგულისხმობ იმას, რომ პარტიის შიგნით რა თქმა უნდა არსებობს რესურსი , რომლეიც არის გამოუყენებელი ,ამ ადამიანების გამოყენება არის აუცილებელი და მათი ასე ვთქვათ დაწინაურება ,მათი მოტივაცია შემდეგ,ეს არის აუცილებელი საკითხი . - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
ოკუპირებულ ყირიმში ღამით ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა
დონალდ ტრამპმა კანადურ იმპორტს 50%-იანი ტარიფები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics